Saturday, November 16, 2013

დღე VIII

დღეს გავეცანით შემდეგს:

  • ვისწავლეთ გვერდების დამატება
  • დავაყენეთ მთვლელი იმისთვის, რომ გვენახა, რამდენმა ადამიანმა მოინახულა ჩვენი ბლოგი
  • გადავხედეთ პროექტის გეგმას  და დავასრულეთ პროექტზე მუშაობა.

Sunday, November 10, 2013

VII დღე



დღეს განვახორციელეთ შემდეგი:


  • განვიხილეთ ჰოვარდ გარდნერის პრეზენტაცია;
  • გამოვკვეთეთ სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დავალებები;
  • აღვნიშნეთ სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები, ტექნოლოგია, პროგრამულ;ი უზრუნველყოფა და ბეჭდვითი მასალები.
  • გავეცანით მასალებს, რომლებიც მოსწავლეების დახმარებას შეუწყობს ხელს;
  • შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი მოსწავლეებისთვის;
  • მოვამზადეთ ფასილიტაციის რესურსი;
  • დავალაგეთ ჩვენი პორტფოლიო. 

Friday, November 8, 2013

დღე VI

დღეს განვახორციელეთ შემდეგი:


  1.  გავეცანით მეხუთე მოდულს - "გამოცემის მომზადება".
  2. შევქმენით მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა.
  3. შევაფასეთ ერთმანეთის ნაშრომები.
  4. ვისწალეთ კომენტარების გაკეთება -ის დოკუმენტში.
  5. გავაკეთეთ კომენტარები პრეზენტაციაში.
  6. განმავითარებელი შეფასების რეფლექსია.


Sunday, November 3, 2013

მეხუთე დღე

დღეს გავეცანით მე-4 და მე-5 მოდულებს:

  • საავტორო უფლებები, 
  • ვიდეოს გადატანა იუთუბიდან ბლოგში,
  • წყაროს ციტირება,
  • ინსტრუმენტების გამოყენება (მულტიმედია)
  • ვებგვერდის შეფასება,
  • ინტერნეტკავშირი.
საავტორო უფლებების დაცვას გავეცანით ინტერნეტში, იუთუბიზე ვიდეო მასალების მოძიებისას,  რაც გულისხმობს წყაროს მითითებას.  ჩვენი პრეზენტაციისთვის მოვიძიეთ ვიდეო მასალა და embed კოდით გადმოვიტანეთ ჩვენს ბლოგში.
დავიწყე მოსწავლის ნამუშევრის შექმნა




Saturday, November 2, 2013

დღე 4

დღეს გვაკეთეთ:

  •      შეფასების დროის სქემა, 
  • პროექტის გეგმაში პროექტის მონახაზი,
  •  შეფასების კრიტერიუმები პროექტამდე და პროექტის შემდეგ
  • პრეზენტაცია Power Point -ში და მანამდე შენახული სურათები გადავიტანეთ სლაიდებზე. შემდეგ ვისწავლეთ ემბედ კოდის დადება ბლოგზე. 

შესაბამისად, განხორციელდა პრეზენტაციის გამოქვეყნება ბლოგზე.



Saturday, October 26, 2013

მესამე დღე

26 ოქტომბერი

დღეს განვახორციელეთ შემდეგი:

  •  შევავსეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი; 

  •   ვისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა

სიმბოლოების როლი კაცობრიობისთვის?


თემატური კითხვები

შეგიძლიათ დაასახელოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პატერნები?

შინაარსობრივი კითხვები


შეგიძლიათ განმარტოთ აშშ-ის, კანადის, ინდოეთის, ბრიტანეთის, ეგვიპტის და ჩინეთის პატერნების სიმბოლოების ისტორია და შინაარსობრივი მახასიათებლები?


Sunday, October 20, 2013

მე-2  დღე


მონაწილეებმა  განვიხილეთ ჩვენი პროექტების სათაურები და შემდეგ შევუდექით მუშაობას. ინტერნეტიდან გადმოვბეჭდეთ ეროვნული სასწავლო გეგმა იმ კლასის მიხედვით, რომლისთვისაც არის განსაზღვრული პროექტი. შემდეგ დავიწყეთ უშუალოდ ბროშურაზე მუშაობა:

  • ავირჩიეთ ბროშურის შაბლონი
  • შევედით ინტერნეტში და მოვნიშნეთ სურათები 
  • ჩავსვით ბროშურაში
  • ნაწილობრივ შევავსეთ ტექსტის ადგილი 
  • განვიხილეთ ჩეკლისტი
  • გავხსენით ბლოგები.
დღევანდელი დღე შემიძლია ვთქვა, რომ ძალზე საინტერესო და ნაყოფიერი იყო, რადგან ბევრი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია მივიღე ტრენერისგან.